LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ნანგრევებშია მოყოლილი – აფეთქება რუსეთში

ruseti

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა, ექვსი ადამიანი იყოს.

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი წლის ბავშვი და მისი დედა ამოიყვანეს.

გაზის აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეცხრე სართულზე მოხდა. სახლის 140 ბინადარი ევაკუირებულია.

„სულ ნანგრევებიდან რვა დაშავებულია ამოყვანილი. ყველა ცოცხალია,“ – აცხადებენ ოპერატიულ შტაბში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g