LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ჭიქა ლუდი გულის დაავადების რისკს 25 პროცენტით ამცირებს

215

კარგი სიახლე ლუდის მოყვარულებისთვის. თუ აქამდე ამ მსუბუქი ალკოჰოლური სასმელის მოხმარება წონის მატებასთან და მასთან დაკავშირებულ რისკებთან ასოცირდებოდა, დღეს უახლესი კვლევა სხვა სურათს გვაძლევს. იტალიის ნევროლოგიური უნივერსიტების მკვლევარება დაასკვენს, რომ ზომიერი რაოდენობით ლუდი კარგია ადამიანის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის და მეტიც, 25 პროცენტით ამცირებს გულის დაავადების რიკს.

მეცნიერებმა 150 ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მამაკაცებისთვის ლუდის დღიური ნორმა ნახევარ ლიტზე ოდნავ მეტი უნდა იყოს, ხოლო ქალებისთვის ამის ნახევარი. ეს დოზა ხელს უწყობს გულ-სისძარღვთა დაავადებების წარმოქნის შემცირებას. ამავე დროს მეცნიერები აბათილებენ აქამდე არსებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ლუდი გარკვეული ტიპის სიმსივნეების პროვოცირებას იწვევს. მათი თქმით, არ არსებიობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ლუდს მსგავსი ჩვენებები აქვს. მაშინ როცა უკვე დამაჯერებელად შეიძლება ითქვას, რომ გულისთვის ის სასარგებლოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g