LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ჟესტით ყველაფერი ცხადყო – რა ხდება კაილი ჯენერსა და ტიმოთი შალამეს შორის

351
page

რამდენიმე დღის შემდეგ, რაც უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 29 წლის ტიმოთი შალამემ კაილი ჯენერთან ურთიერთობა დაასრულა, 28 წლის რეალითი-ვარსკვლავმა მოულოდნელი ნაბიჯით ყველას ყურადღება მიიპყრო.

ვიდეო: „აღარ ვისაუბრებ პირადზე, სათქმელი აღარაფერია“ – არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაილი ჯენერი და მისი დრამატული ფოტოები ტიმოთი შალამესთან დაშორების შემდეგ

ტიმოთიმ „ინსტაგრამზე“ ახალი ფილმის, „მარტი დიდებული“ (Marty the Magnificent) ტრეილერი გაავრცელა, კაილიმაც არ დააყოვნა და პოსტი „დაგულა“, თითქოს ამ ჟესტით გულშემატკივრებს მიანიშნა, რომ მათ ყველაფერი რიგზე აქვთ.

ცნობისთვის, ჭორების გავრცელებას ხელი შალამეს ბოლო ინტერვიუმ შეუწყო, სადაც, ტიმოთიმ „საკმაოდ ცივად“ ისაუბრა საკუთარ საყვარელზე.

„აღარ ვისაუბრებ პირადზე, სათქმელი აღარაფერია“, – განაცხადა მსახიობმა.

ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი ერთმანეთს დაშორდნენ – რას წერენ ტაბლოიდები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები