LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დოლარი 2.54 ლარი გახდა – გაუფასურდა ევროც

114

28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.5494 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5837 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.43 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7016 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7351 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.35 ლარი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 0.7064 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1712 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 მარტიდან შევა ძალაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g