LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი კვირა ერთად გავატარეთ მის სახლში“ – პამელა ანდერსონმა ლიამ ნისონთან რომანი აღიარა და დეტალები გაამხილა

129
page

58 წლის სექს-სიმბოლო, პამელა ანდერსონმა ოფიციალურად დაადასტურა რომანი 73 წლის ლიამ ნისონთან და გულწრფელად ისაუბრა მათი ურთიერთობის დეტალებზე. მსახიობის თქმით, მათ შორის არსებულ ქიმიას რეალური გაგრძელებაც ჰქონდა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საერთო პროექტზე მუშაობა დაასრულეს.

„თუ ასე გაინტერესებთ, მე და ლიამს მართლაც გვქონდა ხანმოკლე რომანი, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ გადაღებების დასრულების შემდეგ. ერთი კვირა ერთად გავატარეთ მის სახლში. ის ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი. მის ბაღში ვარდების ბუჩქს ვუვლიდი. დავდიოდით ვახშამზე, ხოლო ერთ-ერთ რესტორანში კი მომავალ მისის ნისონადაც გავაცანი თავი“, – ამბობს ანდერსონი People-თან ინტერვიუში.

პამელამ ისიც დააკონკრეტა, რომ ხანმოკლე რომანის შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, რათა კარიერაზე გადართულიყვნენ, თუმცა ახლო მეგობრებად მუდამ დარჩებიან.

„ჩვენ შორის საოცარი ქიმიაა, შეუძლებელია ის არ შეგიყვარდეს“ – პამელა ანდერსონი ლიამ ნისონთან რომანზე ალაპარაკდა

დრო ყველაფერს კურნავს – სექს-სიმბოლოსთან მჩქეფარე რომანის ფონზე, ლიამ ნისონმა გარდაცვლილი მეუღლე აკანკალებული ხმით გაიხსენა

„ეს რომანის დასაწყისია” – გამოცემა People წერს, რომ პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი უკვე ოფიციალური წყვილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები