LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი კვირით ადრე ვიცოდით, რომ თოვლი მოვიდოდა, თუმცა, ხალხს რომელსაც მცირე შემოსავალი აქვს რით უნდა მოემზადოს? საჭმელი ვიყიდო თუ შეშა არ ვიციო“ – რას ამბობს ლადო აფხაზავა

448
ნანუკა (2)

ლადო აფხაზავამ „ფორმულას“ ეთერში გურიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივები და მოხალისეები ცდილობენ საჭირო დახმარება გაუწიონ დაზარალებულ მოსახლეობას.

მისივე თქმით, რეგიონის მოსახლეობის დასახმარებლად ელოდებიან მოხალისეებს თბილისიდან და ქუთაისიდან.

„ძალიან დიდი ნალექი მოვიდა, გურულები არ ელოდებოდნენ ასეთ დიდ თოვლს. ისეთი ამინდები იყო მთელი ზამთარი, ტყემლებიც კი გაკვირტული იყო.

ერთი კვირით ადრე ვიცოდით, რომ თოვლი მოვიდოდა. თუმცა, ხალხს რომელსაც დიდი შემოსავალი არ აქვს რით უნდა მოემზადოს? საჭმელი ვიყიდო თუ შეშა არ ვიციო.

მეგობრებმა დავიწყეთ სამზადისი, ვაკეთებთ საჭმელებს, რომ მივაწოდოთ მოსახლეობას. ველოდებით მოხალისეებს, რომლებიც თბილისიდან ქუთაისიდან მოდიან, თუმცა მათაც ხომ სჭირდებათ დახვედრა? სხვადასხვა ფონდები გვეხმარება, მათ შორის ნანუკას ფონდი.

კიდევ თოვს, ალბათ გურიაში პირველი თოვლია, რომელიც არავის არ გვიხარია, იმიტომ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ხალხი ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაშია“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g