მსახიობი და ტელესახე, ნანუკა გულუა თავის გამომწერებს მიმართავს.
ნანუკა გულუა იხსენებს ერთ-ერთ ქალბატონთან საუბარს, რა დროსაც ის წონის გამო გააკრიტიკა.
ტელეწამყვანი ამბობს, რომ გასახდომ მარათონს, რომელიც ცოტა ხნის წინ დააანონსა, უახლოეს კვირას დაიწყებს:
„ერთი დროზე დავიწყოთ ეს გახდომა გოგონებო, კვირის ბოლოს უკვე გეტყვით ყველაფერს. სასწაულ რაღაცებს გიმზადებთ… კიდევ კარგი, რომ მენტალურად მყარი ვარ, მართლა ამხელა მიზეზი მაქვს წონაში მატების, თორემ ალბათ ვერ გადავიტანდი. ერთი ქალი ზის და მეუბნება, „ვაიმე, რამხელა ხარ გენაცვალე, აბა რომ თქვი ვდიეტობო“ – პირზე დამადგა.
მეც მომერიდა და ვუთხარი, „ხო ვდიეტობ“, მერე მეუბნება „აბა ვვარჯიშობო“ – ვუთხარი, რომ ჯერ ცოტა დრო გავიდა მშობიარობიდან, ხუთი თვის არის კირა, თავი გავიმართლე, რომ ასე უცებ ვერ გავხდებოდი. მიპასუხა – „მიდი მიდი, რადგან ძალიან დიდი ხარ, კი ლამაზი ხარ, მაგრამ ძალიან დიდი ხარ“ – თან შემაქო…
მინდოდა რომ ჩამეცხო, მაგრამ ათას გიჟს რა პასუხი გავცე… რომ გამოვცდი მომესმა, „აბა დიეტობსო და ამას დიეტის არაფერი ეტყობაო“ – სანამ მანქანაში ჩავჯექი, მესმოდა ჩემზე როგორ ლაპარაკობდა. არასოდეს ჩემს სიცოცხლეში არ მითქვამს ტყუილი იმიტომ, რომ ყველაფერი წინ დამხვდება მეგობრებო.
მესმის ამ ქალის ლაპარაკი – „ნანუკა ამბობსო, რომ მალე დავიბრუნებ იმ ფორმას, ადრე რომ ვიყავიო, ადრეც მსუქანი იყოო“ – ხალხნო გამანადგურა“, – ამბობს ნანუკა გულუა ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, მსახიობმა და ტელესახემ, ნანუკა გულუამ, გასულ თვეს გასახდომი ჯგუფის ჩამოყალიბება დააანონსა, სადაც მსურველებს უფასოდ მიიღებს.
