LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამზადებ სცენარს და ერთი სული მაქვს, ახალ ფილმზე მუშაობა დავიწყო“- მარიკა ქაცარავა

198
12-1

11 აპრილს ლაშა რამიშვილის და რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი და რეჟისორი მარიკა ქაცარავა გახლდათ, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

-მარიკა, როგორ დაიწყო შენი დილა?

-კარგად, კარგი ამინდია და მიხარია, რომ მზე გამოვიდა.

-გაუმხილე ჩვენს მსმენელს როდის იქნება ჩვენი ერთობლივი დუეტი?

-ძალიან მინდა, რომ მალე იყოს, უბრალოდ, კარგი სიმღერა უნდა შევარჩიოთ.

-მომიყევი სიმღერაზე, რომელსაც ხვიჩა ხოჯავასთან ერთად ასრულებ.

-კაკი ბოლქვაძის ძალიან ლამაზი სიმღერაა, ნანა ცინცაძის ტექსტზე. სხვათა შორის, მეორე ვერსიაც ჩავწერეთ ამ სიმღერის ირანულ-ქართული, ვგეგმავთ კლიპის გადაღებას . მელოდია კაკის ეკუთვნის, მაგრამ ვერსიის ავტორი მე ვარ, თავიდან აბსოლუტურად სხვა სტილში იყო. მშვენივრად მოერგო ხვიჩა ამ სიმღერას, შეხმატკბილებულად ვიმღერეთ.

-ხარ რეჟისორიც, გადაღებული გაქვს ფილმი, რომელმაც არაერთი პრიზი აიღო საერთაშორისო ფესტივალებზე. მაინტერესებს, ახალ სცენარზე თუ მუშაობ?

-მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მთლიანად მუსიკაში ვარ გადავარდნილი, პარალელურად ვამზადებ სცენარს და ერთი სული მაქვს, ახალ ფილმზე მუშაობა დავიწყო. ფილმი ოჯახურ ძალადობაზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები