LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი სული მაქვს, დედა როდის გავხდები“ – ლედი გაგა სამომავლო გეგმების შესახებ

236
20200409-gaga-post1

სულ ცოტა ხნის წინ, 33 წლის პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ, COVID-19-თან საბრძოლველად 35 მილიონი დოლარი გაიღო და სამი „ღამის შოუ“ გააერთიანა, სპეციალური გამოშვება, 18 აპრილს, 20:00 ზე გავა და ის პანდემიასთან მებრძოლ ექიმებს მიეძღვნება.

ლედი გაგამ COVID-19-თან საბრძოლველად 35 მილიონი დოლარი გაიღო და სამი „ღამის შოუ“ გააერთიანა

ამ პროექტით, გაგა სამ მსხვილ ტელემაუწყებლობასა და შოუებს აერთიანებს, ვიდეორგოლი NBC, ABC და CBS-ის ეთერებში, ჯიმი ფელონის, ჯიმი კიმელისა და სტივენ კოლბერტის შოუებში გადაიცემა

ახლა კი არტისტი ამერიკული ჟურნალი, InStyle-ის მთავარი გმირი გახდა. მან ფუტურისტულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას სამომავლო გეგმებიც გააცნო. გაგას თქმით, ის დედობაზე ოცნებობს.

„ძალიან მინდა შვილები მყავდეს, ერთი სული მაქვს, დედა როდის გავხდები. საოცარია, როდესაც შენს შიგნით ახალი სიცოცხლე იზრდება, ეს ქალების უმთავრესი ამოცანაა“ – აცხადებს გაგა.

არტისტის სამომავლო გეგმებში ბევრი შვილი, ბედნიერი ქორწინება, კინო და მუსიკალური კარიერა შედის.

შეგახსენებთ, გაგა უკვე რამდენიმე თვეა, რაც მაიკლ პოლანსკის ხვდება და მისი განცხადებით, ახალ პარტნიორთან ის თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები