LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი თხოვნა მაქვს, როგორც უბრალოდ ქვეყნის პატრიოტს, მიდით არჩევნებზე – მიხეილ სააკაშვილი [ვიდეო]

a418bcb2a848f8cd0b642c22ed8bb765

მე ჩემთვის არაფერი მინდა , ყველანი მიდით არჩევნებში, რომ ამ პროცესიდან გამარჯვებულები გამოხვიდეთ და საბოლოოდ ჩააბეტონოთ თქვენი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის “ფეისბუქ” გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში ხალხის მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის დაბრუნება უნდათ.

„ჩემო ძვირფასებო, მივდივართ კარგად. აქტიურობა იყო ძალიან მაღალი და რამდენიმე რეგიონში კიდევ მოიმატა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი არ ეგუება ზეწოლას, მოსყიდვას, ძველ ბიჭებსა და რაღაც პროვოკაციებს. ქართველ ხალხს თავისი ქვეყნის დაბრუნება სურს. ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ახლა, დარჩენილ დროში, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, როგორც უბრალო მრჩეველს და საქართველოს პატრიოტს – მე ჩემთვის არაფერი მინდა – ყველანი მიდით არჩევნებზე, რომ ამ პროცესიდან გამარჯვებულები გამოხვიდეთ და საბოლოოდ თქვენი გამარჯვება ჩააბეტონოთ. ნახეთ როგორ ცუდ ხასიათზე იყო ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლაში, ადამიანის სახე არ ედო, ისე არის განერვიულებული, იმიტომ, რომ არც ერთი მისი მეთოდი უკვე აღარ ჭრის. ქართველი ხალხის გამარჯვების დრო დგება! აბა თქვენ იცით!”, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g