LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი თვე გავა თუ არა, სახელს დავარქმევ ყველაფერს – ეკა ბესელია

133
1545895191_beselia-1

ერთი თვე გავა თუ არა, მე სახელს დავარქმევ ყველაფერს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელებას.

ბესელიას თქმით, გამოძიებისთვის ერთ თვიანი ვადა აქვს მიცემული და ამ განცხადებას ძალაში ტოვებს.

“ერთი თვის თავზე თავად გავაკეთებ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი დანარჩენი, რაც ხდება, კიდევ უფრო ამძიმებს იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს, რაც აქვს ახლა ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოს. ეს არაფერში არ წერია, რაც ხდება და ჩვენ მოქალაქეებს უქმნის საშინელი დაუცველობის განცდას,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g