თუ გსურთ, რომ თქვენმა პატარამ, თქვენთან ერთად იმოგზაუროს – აუცილებლად გამოგადგებათ ის რჩევები, რომელსაც „ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ობგაიძე გვიზიარებს.
თამარ ობგაიძე ამბობს, რომ ერთი თვის ასაკში გაცილებით უსაფრთხოა ბავშვისთვის ფრენა. გარდა სხვა საინტერესო რჩევებისა, მედიკოსი რეკომენდაციის სახით გვირჩევს – გამგზავრებამდე შევამოწმოთ ბავშვთა აცრების კალენდარი:
„ერთი თვის ასაკიდან უკვე შეგიძლიათ იფრინოთ უსაფრთხოდ ბავშვთან ერთად, თუმცა შესაძლოა უფროა ადრეც. მაგრამ ერთი თვის ასაკში ეს გაცილებით უსაფრთხოა, თუ არის დღენაკლულობა ან რაიმე სხვა დაავადება, მაშინ უნდა აიღოთ ნებართვა ექიმისგან. ბორტზე უნდა გქონდეთ საკვები და საწოვარა. აფრენა დაფრენის დროს, ბავშვს უნდა მისცეთ ძუძუთი კვების საშუალება ან საკვები, იმისთვის, რომ აიცილოთ თავიდან ყურის პრობლემები.
გვახსოვდეს, რომ არსებობს საფრთხეები, როცა საუბარია ზღვასთან ტბასთან, აუზთან დაკავშირებით და აუცილებელია მარტივი ჰიგიენის წესებს დაცვა, თუნდა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა. ასევე პატარები უნდა დავიცვათ მზისგან და სითბური გადახურებისგან აუცილებლად, გამგზავრების წინ, შევამოწმოთ ბავშვების აცრების კალენდარი“ – ამბობს თამარ ობგაიძე.
„თაფლი ძალიან კარგად აყუჩებს ყელის ტკივილს ბავშვებში და შველის ხველას“ – პედიატრი თამარ ობგაიძე
მოგზაურობა ბავშვთან ერთადPosted by Dr. Tamar Obgaidze / პედიატრი თამარ ობგაიძე on Tuesday, June 4, 2024