LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ტყუპისცალი 2015 წელს, მეორე კი – 2016 წელს გაჩნდა

53

სან-დიეგოში ახალი წლის ღამეს 2 წუთიანი შუალედით ტყუპები გაჩნდნენ, თუმცა ერთი მათგანი 2015 წელს დაიბადა, მეორე კი – 2016-ში. ექიმები ამბობენ, რომ პირველი ბავშვი 2015 წლის 31 იანვარს 23.59 საათზე დაიბადა, მეორე კი – 2016 წლის 1 იანვარს, 00.01 საათზე.

ტყუპების მამა, ლუი ვალენსა ამბობს, რომ მიუხედავად 2 წუთიანი შუალედისა, ბავშვების დაბადების ისტორია საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

„არ ველოდი, რომ ტყუპები გვეყოლებოდა, ამიტომ ახალი წლის ღამეს ერთის ნაცვლად ორი შვილი რომ შეგვეძინა, უდიდესი ბედნიერებაა ჩვენთვის,“ – განაცხადა მან.

ვალენსამ აღნიშნა, რომ ბავშვები იანვრის ბოლოს უნდა დაბადებულიყვნენ, თუმცა ექიმმა მის მეუღლეს ურჩია, გართულებების თავიდან ასარიდებლად რაც შეიძლება მალე ემშობიარა.

ბავშვები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან და დედასთან ერთად თავს კარგად გრძნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g