LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი უსაყვარლესი გოგო მივიდა, ნამცხვარი მიუტანა, ნება მომეცით, ჩემს საყვარელ ნამცხვარზე დაგპატიჟოთ… ქალს ისე შერცხვა, სულ გაწითლდა…“

138
makacxvediani45

მწერალი, „ევრონიუსის“ წამყვანი, მაკა ცხვედიანი, სოციალურ ქსელში საინტერესო ჩანახატს აქვეყნებს, როდესაც თანმხლებთან ერთად ერთ-ერთ თბილისურ მოლში იმყოფებოდა, კაფეში კი საინტერესო ამბავს შეესწრო.

„მე და სანდრო ვსხედვართ „გალერია თბილისში“. გვერდით მაგიდასთან არც ისე ხნიერი, სიფრიფანა ქალი დაჯდა, ჩანთიდან ორი ვაშლი, დანა და ცელოფანი ამოიღო. გათალა და პატარა ნაჭრებად დაჭრა. ისე ჭამდა, შეუძლებელი იყო, ყურადღება არ მიგექცია- მოკრძალებულად, აწურული – აი, რომ იბოდიშებ, რომ მოგშივდა.

მერე ერთი უსაყვარლესი გოგო მივიდა, ნამცხვარი მიუტანა და ძალიან მორიდებით უთხრა, გთხოვთ, ნება მომეცით, ჩემს საყვარელ ნამცხვარზე დაგპატიჟოთ, ორივესთვის ვიყიდეო. ქალს ისე შერცხვა, სულ გაწითლდა, ძალიან იუარა, მაგრამ გოგომ იმდენჯერ სთხოვა, ბოლოს დათანხმდა: რომ არ დაგიმალოთ, ძალიან მიყვარს ტკბილიო.

წავიდა ის გოგო, მოშორებით დაჯდა, თავისი საყვარელი ნამცხვარი ჭამა და იტირა.

პანდემია რომ გაქრება, უცხოებსაც გამოვეცხადები ხოლმე ჩასახუტებლად“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g