გია ბაღაშვილის დედის, მანანა პატარაიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
მუსიკოსმა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ „დედის გვერდით ყოფნას და მფარველობას სულ გრძნობს.“
„სამწუხაროდ, დედა ერთი წელია, აღარ გვყავს. უდიდესი დარტყმა იყო ეს ჩვენი ოჯახისთვის. დედის წასვლა სამყაროს დასასრულის ტოლფასია. დედასთან ერთად ვიწყებთ სიცოცხლეს და მის წასვლასთან ერთად შენი სიცოცხლის ნაწილიც მიდის, თანაც ისეთი ტკივილი გრჩება, არაფერი რომ აყუჩებს. ერთი წამით არ დამიკარგავს დედასთან სულიერი კავშირი. ის სულ ჩემთანაა და ასე იქნება მუდამ, სანამ ამქვეყნად ვიქნები. და მერე, როცა იმქვეყნად წასვლის დრო დამიდგება, ბესიკ ხარანაულს რომ დავესესხო – „… დედი, როგორ გავიხარებთ, როგორ გადავეხვევით!…“