LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წელია ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია! – კახა კალაძე

365
დღისფოტო

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ტენდერების ნაცვლად, პირდაპირი შესყიდვების ჩატარებისკენ მოუწოდა. მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ ტენდერები ხშირად ვარდება და ამის გამო პროექტები დროში იწელება.

“ჩემი თხოვნაა ირაკლი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთეთ პირდაპირი შესყიდვები. ხშირად ტენდერები ვარდება. საზოგადოება ამას უყურებს. ერთი წელი გავიდა და ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია და სირცხვილია. იმოქმედეთ ძალიან სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებულად”, – მიმართა კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძეს.

2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის ახალგარემონტებულ მეტროში ჭერი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. ჩამონგრევამდე მისი რეაბილიტაცია კომპანია “ყვარელრემმშენმა” 347 852 ლარად განახორციელა.

 

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/2432728973406747/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g