იმის გამო, რომ ბრიტნი სპირსის ფინანსები ჯერ კიდევ მამამისის იურიდიული კონტროლის ქვეშ იმყოფება, ვარსკვლავის შემოსავლებისა და გასავლების დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი ხშირად ხდება. ამ დღეებში მედიამ მიიღო ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის მანძილზე სპირსმა დაახლოებით 11 მილიონი დოლარი დახარჯა, აქედან ყველაზე მსხვილი – 120 ათასი დოლარი კი მასაჟის პროცედურებში გადაიხადა.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, წლის მანძილზე ბრიტნიმ სტილისტებთან ვიზიტში დაახლოებით 25 ათასი, შოპინგში – 69 ათასი, ხოლო შინაური ცხოველების მოვლაში 30 ათასი დოლარი დახარჯა.
შედარებისთვის, 2015 წელს ბრიტნიმ საკუთარი თავისთვის 68 ათასი გაიმეტა. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ბოიფრენდის გამოჩენამ ხარჯები მკვეთრად გაზარდა.