ფსიქოლოგი ირმა ბოლქვაძე „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში საუბრობს ბულინგის შესახებ და აღნიშნავს, რომ მშობლის მაგალითი ბავშვისთვის გადამწყვეტია.
„თუ მშობლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, იმ ბავშვს რა აცვია და როგორ, ჩემსას უკეთესად ჩავაცვამო, ბავშვებიც ასე ისაუბრებენ. ეს საუბარი მშობლებმა სხვანაირად რომ წარმართონ, თქვან, როგორი ინდივიდუალურია ესა თუ ის ბავშვი, როგორ მომწონს, რომ ეს ასე გააკეთაო, ამ მესიჯებს ვუგზავნით ბავშვებს, რომლებიც სარკისებურად ირეკლავენ ყველაფერს. ხშირად მშობლებს უჭირთ ამის მიღება, მაგრამ ოჯახში დააკვირდნენ, ბავშვი როგორ ვითარდება, რას სწავლობს… თავად მიხვდებიან, რომ დიდი როლი აქვს იმას, რას აკეთებს მშობელი, ვიდრე იმას, ერთი საათით კლასში შესული ფსიქოლოგი რას ასწავლის ბავშვს. ეს არის წვეთი… მშობელმა რომ მისცეს კარგი მაგალითი და პოზიტივი, ეს ბავშვისთვის იქნება კარგი გაკვეთილი…“