LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიანი ძალებით შევამციროთ დაბინძურება“ – გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, სოფელ ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

125
Untitled design

5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, აქციაში მონაწილეობა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და დაბინძურებისგან დაცვის აქტივობებში საზოგადოების ფართო ჩართვის მნიშვნელობის ხაზგასმას.

„წლევანდელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მილიონობით ადამიანი ერთიანდება პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ერთიანი ძალებით შევამციროთ დაბინძურება. მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, გაიაზროს პრობლემის სიმძიმე და საერთო ძალისხმევით ვიზრუნოთ ნარჩენების შემცირებაზე“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. 2023 წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილი პლასტმასით დაბინძურების საკითხია – #BeatPlasticPollution (#არაპლასტმასითდაბინძურებას).

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g