ეროვნული გამოცდები დაიწყო.
საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი დილიდან მიმდინარეობდა, უშუალოდ საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე დაიწყო.
რაც შეეხება კოვიდ რეგულაციებს. წელს, კორონავირუსი ეროვნულ გამოცდებს ხელს არ შეუშლის. გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტები გაივლიან თერმოსკრინინგს. სიცხის შემთხვევაში აბიტურიენტები გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდ-19 დაუდასტურდება ან შესაძლო სიმპტომი აღმოუჩნდება, იგი დამატებით საგამოცდო სესიაზე გავა.
გაირკვა, რომ 20-მდე აბიტურიენტმა უკვე მომართა საგამოცდო ცენტრებს, რომ მათ აქვთ კოვიდინფექცია და შესაბამისად ისინი დამატებითი საგამოცდო სესიით ისარგებლებენ.
პირველი გამოცდა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.