LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება

106

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ხვალ დილიდან ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ რიგში, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება და შემდეგ, ეტაპობრივად გახდება ცნობილი სხვა საგნების შედგებიც.