LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი, საკმარისი უნდა იყოს დავით კეზერაშვილის დასაპატიმრებლად, მაშინ როცა ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

118
კეზერაშვილი & „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“

„რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული „ქოლცენტრების“ საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ასევე დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა“, – ამის შესახებ წერილს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.

საზოგადოებრივი მოძრობა, დავით კეზერაშვილის დანაშაულებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი, საკმარისი უნდა იყოს მის დასაპატიმრებლად, მაშინ როცა კრიმინალი კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

„რადიკალური ოპოზიციის მოლარე კეზერაშვილი რომ საუკუნის აფერასთან პირდაპირ კავშირში იყო, ეს ბრიტანულ ავტორიტეტულ მედიაკორპორაცია BBC-ისგან შეიტყო მთელმა მსოფლიომ, მაგრამ აშკარა მტკიცებულებებმა დღის სინათლე პირველად იხილა. „მისტერ ოფშორი“, როგორც მას ბრიტანელმა ჟურნალისტებმა უწოდეს, რამდენიმე წლის განმავლობაში ძარცვავდა ევროპელ პენსიონერებს.

კეზერაშვილი რომ კრიმინალია, ქართულ საზოგადოებას ამის დასადასტურებლად არც რომელიმე უცხოური გამოცემის სტატია და არც ახალი გამოძიების მასალები სჭირდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის რეჟიმის და ახლა უკვე კოლექტიური ნაც-მოძრაობის მთავარი მოლარე ხელისუფლებაში უქონელი მოვიდა, რამდენიმე წელიწადში კი მის ანგარიშზე, როგორც მინიმუმ მილიარდიანი ქონება აღმოჩნდა.

სწორედ კეზერაშვილია იმ ერთეულ ადამიანებს შორის, რომლებიც 2008 წლის ომით სარგებელი მიიღო და მოკლე დროში კოლოსალურად გამდიდრდა. მისი ხელით იძარცვებოდა საქართველოს ბიუჯეტი და კეზერაშვილის „შავ სალაროში“ გროვდებოდა ბიზნესმენებისა და მცირე მეწარმეებისთვის წართმეული თითოეული თეთრი, რასაც თავის მხრივ სააკაშვილის კრიმინალური ბანდა უწევდა ორგანიზებას.

ამ შემთხვევაში საინტერესო და ყურადსაღები სულ სხვა გარემოებაა − როგორც ცნობილია, კრიმინალი კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. გადაადგილებასთან ერთად პერიოდულად ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალები მისი საიდუმლო შეხვედრების თაობაზე. ერთ-ერთი ბოლო აუდიენცია მან ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსან კურტ ვოლკერთან გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში შედგა.

ძველ დანაშაულებსა და ქართული სამართალდამცავი უწყებებიდან ინტერპოლისათვის გაგზავნილ წერილებს რომ თავი დავანებოთ, მთავარი ევროპული სამართალდამცავი კოალიციის, „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი, საკმარისი უნდა იყოს მის დასაპატიმრებლად, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, კეზერაშვილს არათუ რაიმე შეზღუდვა არ აქვს გადაადგილებაზე, მას ფრანგულმა სასამართლომ ერთგვარი ინდულგენციაც კი მიანიჭა, როდესაც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილებოდა“. – ნათქვამია „ერთიანია ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.

mazda magti 5g