LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: პიტერ სტანოს განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია უარი ლგბტ-იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე

237
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“

ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებამ, რომელშიც ის ევროკავშირის სახელით გმობს ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრული ფარსია საუბარი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა თუ ევროატლანტიკური ტრაექტორიიდან გადახვევაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია საქართველოს სვლა ლიბერალური დოქტრინის საწინააღმდეგოდ და უარი ლგბტ-იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე, – აღნიშნულის თაობაზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: საქართველო უნდა დავიხსნათ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი გრძელვადიანი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობა

მათივე თქმით, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება აშშ-ის რეალურ მმართველ ძალებს, რომელთა გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აღნიშნულია ისიც, რომ ევროკავშირის მიერ პრიორიტეტად ქცეული გაუკუღმართებული ფსევდო-ღირებულებები ეწინააღმდეგება არა მარტო მართლმადიდებლობას, არამედ ყველა სხვა ტრადიციულ რელიგიებს, რაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სხვადასხვა რელიგიური ლიდერის მიერ გაკრიტიკებამაც დაადასტურა.

„საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან დღემდე, არაერთი განცხადება გავავრცელეთ, სადაც ნათლად განვუმარტეთ საზოგადოებას, რომ დღევანდელ რეალობაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოჩვენებითი დაწინაურება 4 ძირითად პირობაზე გადის, ესენია – ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისა და ვაშინგტონის სასარგებლოდ, ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა და მისი გამაგრება საკანონმდებლო დონეზე, მიგრანტების უკონტროლო მიღება, ძალდატანებით მათი ინტეგრირება ეთნიკურ საზოგადოებაში, რაც პირდაპირ ქმნის ერების იდენტობის გაქრობის საფრთხეს დაბოლოს, დამორჩილებული, დამონებული მედია, რომლის დახმარებითაც საკუთარი მიზნების მისაღწევად საზოგადოების ტვინების გამორეცხვას აწარმოებენ. აღნიშნული ოთხი სავალდებულო დათქმაა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა აქამდე საჯაროდ დეკლარირებული ფასეულობები: დემოკრატია; ადამიანის უფლებები; კანონის უზენაესობა; სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული და გამჭვირვალე ფუნქციონირება; კორუფციის დამარცხება და ა.შ.
მათ შორის არსებობს პირდაპირი ურთიერთკავშირი და ევრობიუროკრატიისთვის, თითოეულს თანაბრად მაღალი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებამ, რომელშიც ის ევროკავშირის სახელით გმობს ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრული ფარსია საუბარი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა თუ ევროატლანტიკური ტრაექტორიიდან გადახვევაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების მთავარი მიზეზია საქართველოს სვლა ლიბერალური დოქტრინის საწინააღმდეგოდ და უარი ლგბტ-იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლებაზე.
ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სრულად ექვემდებარება აშშ-ის რეალურ მმართველ ძალებს, რომელთა გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. პირობითი ბრიუსელის მხრიდან ანალოგიური შეტევა მოხდა უნგრეთის მისამართით, როდესაც ვიქტორ ორბანის პარტიამ მიიღო კანონი ,,ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც მისი სულისკვეთებით ჰგავს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მეორე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. მაშინ, ბუდაპეშტი სადამსჯელო ღონისძიებების ადრესატიც კი გახდა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ცალკეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ინტერესები, ტრადიციული ღირებულებები, სარწმუნოება და მომავალი თაობები. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მიერ პრიორიტეტად ქცეული გაუკუღმართებული ფსევდო-ღირებულებები ეწინააღმდეგება არა მარტო მართლმადიდებლობას, არამედ ყველა სხვა ტრადიციულ რელიგიებს – ეს იმ მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებშიც გამოჩნდა, რაც სხვადასხვა რელიგიის სასულიერო პირებისგან მოჰყვა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ,,ვოუკ“ (woke) ცერემონიას.” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g