LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთხელ ამერიკაში იყო ფატუნა და ისეთი რამ იგრძნო ჩემთან დაკავშირებით, რომ გავოცდი. მითხრა, გზაზე გადასვლისას ფრთხილად იყავიო და მართლა კინაღამ მანქანამ გამიტანა იმერეთის გზაზე…“ – გია ნიკოლაძე მეორე ნახევარზე

369
8c376c2a-a409-4f8b-9119-8d4d11708c86

გია ნიკოლაძე ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, როგორი ურთიერთობა აქვთ მას და მის მეუღლეს – ფატუნას. გია აღნიშნავს, რომ ერთმანეთის ბევრ რამეს დისტანციაზეც გრძნობენ.

– ხართ ადამიანი, ვინც უფრთხილება საკუთარ თავს ფიზიკურ თუ მენტალურ დონეზე?

– საერთოდ არ ვუფრთხილდებოდი საკუთარ თავს. ახლა უკვე, რაც მე და დედოფალი ერთად ვართ, მე და ჩემი ფატუნა, სხვანაირადაა საქმე. ის სულ მთხოვს, რომ ამას ყურადღება მოვაქციო. ამიტომ, ახლა დედოფლის ხათრითა და წყალობით, ვუწევ თავს შეღავათებს, თორემ რვა წლით ადრე ასე არ იყო.

– როგორი ინტუიცია გაქვთ?

– როგორც ამბობენ, ძალიან მაგარი ინტუიცია მაქვს, მეც და ჩემს დედოფალსაც. ვგრძნობთ ხოლმე ერთმანეთის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს დიდი დისტანციიდანაც კი. ერთხელ ამერიკაში იყო ფატუნა და ისეთი რამ იგრძნო ჩემთან დაკავშირებით, რომ გავოცდი. მითხრა, გზაზე გადასვლისას ფრთხილად იყავიო და მართლა კინაღამ „მარშრუტკამ“ გამიტანა იმერეთის გზაზე. მძღოლი გადმოვიდა და ჩამეხუტა, გადავრჩითო. ბევრი ასეთი რამ იყო, ძალიან ბევრი რამ უგრძნია მასაც და მეც. მეც ყველაფერს ვხვდები. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ უფლის ალი შევიცანი და ვიღაცის ეშმაკურ ჩანაფიქრს ვერ შევიცნობ? ადვილი მისახვედრია, როცა ადამიანი ეშმაკობს და იტყუება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g