LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ – ჩვენს უყურადღებობას ეწირებიან სხვა ადამიანები: თბილისში ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა

92
გაზი

”თემქიდან გირეკავთ, 11 –ე მიკროდან. სადარბაზოში საშინელი გაზის სუნია” –  ამ შინაარსის ზარი შევიდა ”თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე ( 2404004). ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ. აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოუხსნიათ, ცენტრალური ონკანი კი არავის გადაუკეტავს.

“გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცეტრაციის შემდეგ, სადარბაზოში გაჟონა. სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც ”თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე დარეკეს და რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება, ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო, ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. დროის ამ მონაკვეთში, რომ შემთხვევით ვინმე შესულიყო ბინაში და შუქი ან ასანთი აენთო მთელი კორპუსი აფეთქდებოდა და ტრაგედია სავარაუდოდ დიდი მსხვერპლითაც დასრულდებოდა.

ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ – ჩვენს უყურადღებობას ეწირებიან სხვა ადამიანები. – აღნიშნულია განცხადებაში.

„თბილისი ენერჯი“ მოუწოდებს მომხმარებლებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ასევე ყურადღება მიაქციონ გაზგაყვანილობის გამართულობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები