LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთხელ დედამ მითხრა, ყველა ადამიანში ჯემალს ნუ ეძებ, ვერ იპოვი. ის ერთი იყო და ისიც ჩემიაო“ – ცისანა სეფიაშვილი

233
ცისანა სეფიაშვილი

„რუსთავი 2“ – ის გადაცემა „შუადღეში“ სტუმრად მყოფმა მომღერლებმა ისაუბრეს, როგორ გამოხატავენ ადამიანები სიყვარულს და როგორ შეიცვალა მისი გამოხატვის ფორმები დროთა განმავლობაში.

სიყვარულის გამოხატვის საკუთარ მაგალითზე ისაუბრა ცისანა სეფიაშვილმა.

„ერთხელ დედამ მითხრა, ყველა ადამიანში ჯემალს ნუ ეძებ, ვერ იპოვი. ის ერთი იყო და ისიც ჩემიაო… მომავალ მეუღლეს ყოველთვის ადარებ მამას. აკვირდები, როგორ ზრუნავს დედაზე, ბავშვებზე. ვისაც ოჯახები დანგრეული გვაქვს, ყველას გვინდოდა, 50 წელი ერთთან გვეცხოვრა. გვინდოდა, ერთხელ შეგვექმნა ოჯახი, მაგრამ არაა ია-ვარდით მოფენილი ცხოვრების გზა. სამწუხაროდ ასეთი რამ ბევრი ტკივილისა და ფიქრის ხარჯზე ხდება. მიუხედავად ამისა, ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. მოდის ის სიყვარული, რომელიც ნამდვილია. შენ გაქვს სურვილი, იგივე დაუბრუნო მას“, – ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

ცისანა სეფიაშვილი: „ჩემზე ამბობდნენ: ალბათ, ქუსლიანი ფეხსაცმლით სძინავს ღამეო… არა, ძვირფასებო, არც ქუსლიანი ფეხსაცმლით და არც წითელი ტუჩსაცხით არ მძინავს ღამე. მე იმას ვამბობ, რომ ქალი დღეც, ღამეც, სახლშიც და გარეთაც მუდმივად ფორმაში უნდა იყოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g