LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ სინათლისკენ შემოვტრიალდეთ, სადაც ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს: მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე

110
Untitled design (2)

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხს ეხმიანება.

როგორც მეუფე გრიგოლი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, საქმე მძიმე შემთხვევასთან გვაქვს:

“მე ვფიქრობ, რომ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი, როცა საკითხი ეხება საქართველოს პრეზიდენტს. არ მინდა რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ. ზოგადად რაც ხდება ქვეყანაში, საზოგადოებაში, ბადებს კიდევ უფრო მეტს ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს და მოლოდინებს აჩენს, რომ, კიდევ როცა შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, რაც მძიმე წარმოსადგენია. ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით ამტანები და მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს.

ჩემი აზრით, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და ეს არის ჰუმანურობის და ანტიჰუმანურობის თემა, ვისაც ეხება, თვითონ გაიგებს და თუ ვინმეზეა დამოკიდებული, პიროვნებებზე, ჯგუფებზე, როგორც ჩანს, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მწვავედ დგას.

ჰეროდემ როცა ნახა, რომ იოანე ნათლისმცემლის დასჯა ხალხს მოეწონა და თავი მოკვეთა მას, ხალხის მოწონების შემხედვარემ გადაწყვიტა, პეტრეც დაეჭირა და დაესაჯა, ამით ხალხს მოაწონებდა თავს. დამაფიქრებელი საკითხია და სადამდე მივიდა ჰეროდე ამ გზაზე, ვნახეთ. ვფიქრობ, ისტორიას უნდა გავუსწოროთ თვალი, მომავლით ვიცხოვროთ და არა წარსულით”, – თქვა მიტროპოლიტმა.

“მაჩვენეთ ერთი პროფესიონალი ექიმის განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსთავის ციხიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს

ყველა ერთსულოვანი იყო, რომ უნდა შედგეს სია და დაისაჯონ, ვინც ჩემი შვილის წამებაში მიიღო მონაწილეობა: ალასანია ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g