LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთხელ მაინც თუ მესტუმრება ადამიანი, ნახავს სად ვცხოვრობ, ყველა კითხვა გაუქრება “ჯიპებთან” დაკავშირებით: მეუფე ნიკოლოზი

127
მეუფე ნიკოლოზი - 1

მეუფე ნიკოლოზი „ტელეკომპანია“ ფორმულას ეთერში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც „ჯიპებსა და სამღვდელოებაზე“ ისაუბრა. მისი განცხადებით, „სამწუხაროდ ეს საკითხი არაქართული წარმოშობის არის და მოდის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან“.

„მხედველობაში მყავს რუსეთი, ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი. იქ იყო ეს თემა მნიშვნელოვანი. ხოლო თვითონ საკითხის ფორმულირება “ეს – ჯიპები” უკვე თავისთავად ძალიან დიდ ნეგატივს იწვევს. ჯიპები კი არა, ორხიდიან მანქანებზეა ლაპარაკი იმიტომ, რომ ჯიპი ფირმაა… მე ჯიპი არ მყავს, მე ტოიოტა მყავს. რაც შეეხება იმას, მე ორხიდიანი მანქანა უნდა მყავდეს თუ არა, იცით, ერთხელ მაინც თუ მესტუმრება ადამიანი, სად ვცხოვრობ, ყველა კითხვა გაუქრება იმიტომ, რომ ერთხიდიანი მანქანა წლის რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემთან ვერ დადის“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g