LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთხელ უთქვამს: როცა გარდავიცვლები, არავის ეცვას შავი, მინდა, ყველა თეთრით მოვიდეს და თეთრი ვარდები იყოს ირგვლივ…“ – ქუთაისში ავარიის დროს გარდაცვლილ მიმი გიორგაძეს ემშვიდობებიან

1039
მიმი გიორგაძე

მარიამ [მიმი] გიორგაძეს, რომელიც 13 ივლისს, ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის – მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“ – ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მარიამ გიორგაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მისი ოჯახის ახლობელი, თათია სვანაძე და მარიამს ემოციურ სტატუსს უძღვნის:

„ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა. ასეთი ტკივილი, ჩვენს სამეგობროში არასდროს ყოფილა და ღმერთს ვთხოვ, რომ არც არასდროს განმეორდეს.

გარდაიცვალა ჩემი უსაყვარლესი მეგობრის შვილი მიმი გიორგაძე. მიმი, რომელიც ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. ნიჭიერი, კეთილი, ლამაზი…

ისეთი ადამიანი, რომელიც პირველივე ნახვისთანავე შეგიყვარდებოდა უანგაროდ, მთელი გულით. სიცოცხლით სავსე, მზიანი და ნათელი.

მის გვერდით ყოფნა ნამდვილად იყო სასწაული.

მისი გადასვენება მოხდება ხვალ 17:00 საათზე, ქუთაისში, წმინდა ახალ მოწამეთა ტაძარში, ხოლო ხუთშაბათს 15:00 საათზე იქნება მიმის გაცილება.

ახლა კი გწერთ მის ერთადერთ, ბოლო სურვილზე.

არ ვიცი, რატომ უნდოდა ასე, მაგრამ როცა მეგობრებთან სიკვდილზე საუბრობდა, ერთხელაც უთქვამს:

„როცა გარდავიცვლები, არავის ეცვას შავი. მინდა, ყველა თეთრით მოვიდეს და თეთრი ვარდები იყოს ირგვლივ“. ეს მისი სიტყვებია. მისი ერთადერთი თხოვნა.

მოდით, ავუსრულოთ მისი საბოლოო სურვილი, და გავაცილოთ მიმი ისე, როგორც თვითონ უნდოდა. თეთრი ტანისამოსით, თეთრი ვარდებით, და დიდი, უსაზღვრო სიყვარულით“, – წერს თათია სვანაძე სოციალურ ქსელში.

„ასე ნაადრევად არ უნდა გვტოვებდნენ მიმისნაირი ახალგაზრდები…თავი დაგვამახსოვრა თავისი სილაღით და გონიერებით“ – თსუ სამძიმრის წერილს ავრცელებს

სამომავლო გეგმებს აწყობდა, ბეჯითად სწავლობდა, პროფესიის დაუფლებას გულმოდგინედ ცდილობდა, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ცხოვრება“ – თსუ სტუდენტის, მიმი გიორგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა 🥹 ასეთი ტკივილი, ჩვენს სამეგობროში არასდროს ყოფილა და ღმერთს ვთხოვ, რომ არც არასდროს…

Posted by Tatia Svanadze on სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g