LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთმა ბიზნესმენმა, რომლის სახელი და გვარი, სამწუხაროდ, არ ვიცი, არ გეწყინოს, ბავშვებისთვის საჩუქარი მინდაო და 1000 ლარი ჩამირიცხა. როგორი მადლობელი ვარ… 1000 ლარს რომ ასე უცხო ადამიანი გაჩუქებს… ისე გამიხარდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ“ – გიორგი ყიფშიძე

1446
fot

მსახიობმა, გიორგი ყიფშიძემ „ფორტუნასთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ უმძიმეს ერთწლიან პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მაშინ გამოიარა, როდესაც ნარკოლოგიურიდან გამოსვლის შემდეგ ცოლმა მიატოვა და დაავადება აღმოაჩნდა. 4 შვილის მამა ამბობს, რომ რთულ პერიოდს ფინანსური პრობლემებიც დაემატა.

„კი არ დავბერდი, დავიჭმუჭნე. პრობლემამ დამჭმუჭნა. ძალიან რთული პერიოდი გავიარე..“ – გიორგი ყიფშიძე

„თავიდან ძალიან მძიმე იყო. შეურაცხყოფილი ვიყავი. ფსიქოლოგიურად არ იყო ადვილი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემი შვილები ჩემი მეგობრებივით არიან. ერთად გვძინავს. მულტფილმებს ვურთავ და ასე ვიძინებთ 11 საათზე. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი ყოველდღიური რუტინა ახლა სულ სხვანაირია. კაცური ამბებიც არ გამომდის. წარმოიდგინე, მარტო ვარ და დეითზე ვერ მივდივარ, რადგან საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩება. სანამ 7-8 წლის არ გახდებიან, მანამდე ასე იქნება.

ახლა წავიდნენ ძალიან კარგ სახელმწიფო ბაღში, თუმცა მე ხილიანზე ვცხოვრობ და ბაღი შორსაა, მიწევს მათი ტაქსით წაყვანა და მოყვანა, რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება. ახლახან ერთმა ბიზნესმენმა, რომლის სახელი და გვარი, სამწუხაროდ, არ ვიცი, არ გეწყინოს, ბავშვებისთვის საჩუქარი მინდა ჩაგირიცხოო და 1000 ლარი ჩამირიცხა. როგორი მადლობელი ვარ მისი… ეს ვუთხარი კიდეც. 1000 ლარს რომ ასე უცხო ადამიანი გაჩუქებს… ისე გამიხარდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ“, – თქვა გიორგი ყიფშიძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ექსკლუზივი: გიორგი ყიფშიძე ნარკოლოგიურზე, მძიმე დაავადებაზე, ცოლის წასვლაზე და შვილებზე, რომლებსაც დაბადების დღიდან თავად უვლის: „ჩემს შვილებს მშივრებს არ დავტოვებ. მე არ შევჭამ და მათ ვაჭმევ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g