LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთმა ქალი გააუპატიურა, ორმა კი მამაკაცის ცემა დაიწყო“ – ძალადობა ქართველ წყვილზე: რას წერს გერმანული მედია

477
Untitled design

გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო „WELT“- ი ავრცელებს.

შემთხვევა ივნისში მოხდა. შემზარავი ფაქტის დეტალები კი ახლა გახდა ცნობილი.

ირკვევა, რომ 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწინ გააუპატიურეს, ხოლო მამაკაცი სასტიკად სცემეს.

შემთხვევის დროს ცოლი და ქმარი ერთად გორლიცერის პარკში იმყოფებოდნენ, თავდაპირველად მათ ნარკორეალიზატორები აკვირდებოდნენ, შემდეგ კი მიუახლოვდნენ და გარშემო შემოეხვივნენ.

„მათგან ორმა მამაკაცის ცემა დაიწყო, ერთმა კი ქალი სცემა და გააუპატიურა, წყვილი საქართველოდანაა“, – წერს გერმანული საინფორმაციო სააგენტო.

მათივე ცნობით, ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სასამართლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები