მსახიობი რუსკა ქარქაშაძე გადაცემაში „სთორი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მისი საქმრო ლაშა მოწონელიძეა. ლაშამ რუსკას ხელი რომში სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
რუსკა ქარქაშაძე რჩეულმა ხელის თხოვნისას დააბნია: „ძალიან ემოციური წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში…“
„ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა, ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს.
საერთოდ არ მქონდა მოლოდინი, რომ რომში ხელს მთხოვდა. ვერაფერს განსაკუთრებულად ვერ ვამჩნევდი, უბრალოდ, ცოტა დაბნეული იყო. 20 წლის ვარ და არასოდეს ველოდებოდი პრინცს, ამას სულ ვაპროტესტებდი. ახლა კი ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა.
მშობლებთან ყოველთვის ჯანსაღი კომუნიკაცია მქონდა. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, თუ ვინმე მოგწონს, შეგიძლია გამიზიარო. მარიგებდა ხოლმე და ამიტომ, როცა ვინმე მომწონებია, ეგრევე მას ვეუბნებოდი და სულ მაინტერესებდა გამეგო, რას ფიქრობდა. ლაშას ოჯახი და ჩემი ერთმანეთს იცნობენ და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. უყვართ ერთმანეთი“, – ამბობს რუსკა ქარქაშაძე.
ვიდეო: “ერთმანეთი საერთო სანაცნობოში გავიცანით” – რუსკა ქარქაშაძე პირად ურთიერთობაზე
ფოტო: როგორ ატარებს შეყვარებულთან ერთად დროს რუსკა ქარქაშაძე – “სილამაზე…დედოფალი”
ფოტო: “როგორ უხდებით ერთმანეთს” – რუსკა ქარქაშაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს