LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთს სახლში 12 დედმამისშვილი ელოდებოდა, მეორე 1 კვირის წინ წავიდა ავღანეთში, მესამე – 3 კვირაში მამა უნდა გამხდარიყო…”

226
BeFunky-collage

26 აგვისტოს აეროპორტზე ტერორისტულ თავდასხმას ათობით ავღანელი და 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. აშშ-ის ძალებს შორის არსებული მსხვერპლით, 26 აგვისტოს თავდასხმა ბოლო ათწლეულში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა აშშ-ის ძალებისთვის ავღანეთში.

FOX NEWS-ის პოლიტიკის პროდიუსერი, ნანა საჯაია ქაბულში დაღუპული 13 სამხედროსა და ამერიკის ამ უდიდეს დანაკლისზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

“ჩვენს პროფესიაში, არის დღეები, როცა რაღაცას ავტომატურად აკეთებ, სხვებზე ადრე ეძებ წყაროებს, ურეკავ ხალხს 8 საათით წინ და უკან, ეძებ ისტორიის

მონაწილეების სხვა კონტინენტზე და სანამ აშუქებ, თითქოს არ განიცდი, მთავარია, ამბავი მოყვე, მოასწრო, დაასწრო…

ბოლო 8 დღე, ყოველ დღე, 9-10 საათი ავღანეთზე ვმუშაობდი და სულ მოსწრება-დასწრების რეჟიმში ვიყავი.

გუშინ პენტაგონმა ქაბულში დაღუპული 13 სამხედროს სახელი გამოაქვეყნა.

ერთს სახლში 12 დედმამისშვილი ელოდებოდა, მეორე, სულ რაღაც, 1 კვირის წინ წავიდა ავღანეთში, მესამე – 3 კვირაში მამა უნდა გამხდარიყო. ერთმა გოგომ, წინა

დღეს ინსტაგრამზე ფოტო დადო – ხელში ავღანელი ჩვილი უჭირავს და წერს “მიყვარს ჩემი საქმე”.

დედლაინები რომ გადაივლის და ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემა, ამბის არსი და სიმძიმე მერე წამოგეწევა to haunt you, იმიტომ რომ რაც ჩემთვის სამუშაო,

დავალება, დედლაინია, ვიღაცისთვის ცხოვრების ტრაგედიაა და რამდენიც არ უნდა იცოდე და მოყვე მათი ისტორიები, მაინც უძლური ხარ”, – წერს ნანა საჯაია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g