ავიაკომპანია Wiz Air სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. გამარჯვებულისთვის კი მთავარ პრიზად ერთწლიანი ულიმიტო მოგზაურობა აქვს დაწესებული.
კონკურსი დღეს დაიწყო და 9-10 მაისს დასრულდება.
საერთაშორისო კონკურსი უნივერსიტეტისა თუ კოლეჯის სტუდენტებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ისინი თავიანთ იდეებს კომპანიის მიერ შემუშავებული ბიზნეს გამოწვევის ანალიზზე მუშაობისა და კვლევის დროს წარმოაჩენენ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ ბმულზე: www.wizzyouthchallenge.com.
ყველა დარეგისტრირებული გუნდი 26 მარტს სამუშაოდ მიიღებს კონკრეტულ შემთხვევას შესასწავლად, სახელმძღვანელო დეტალურ მითითებებსა და ყველა საჭირო ინფორმაციას.
გუნდები, რომლებიც საუკეთესო კვლევებს წარადგენენ, მიწვეულნი იქნებიან ღონისძიებაზე, რომელიც 2018 წლის 9 და 10 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.
რჩეულთა შორის მოხვედრის შემთხვევაში, კონკურსანტები თავიანთ კონცეფციას Wizz Air-ის გუნდის ავიაციის უფროს პროფესიონალებს ბუდაპეშტში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგენენ.
კონკურსზე მეორე ადგილზე გასული გუნდი ორი ორმხრივი ბილეთით დაჯილდოვდება, ხოლო მესამე ადგილზე გასული კი პრიზად ერთ ორმხრივ ბილეთს მიიღებს.
ცნობისთვის, ავიაკომპანია ამჟამად მომხმარებლებს სთავაზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 145 ქალაქს.