LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის“ – რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია

169
Untitled design - 2023-11-02T142947.114

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

„სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი.

მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

სამივე დამნაშავე დაკავებულია!
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა….

Posted by Rati Bregadze on ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023

ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების  უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს,“- წერს სოციალურ ქსელში რატი ბრეგაძე.

„ავერსის“ კლინიკაში სამედიცინო კვლევისთვის გადაყვანილი 3 პატიმარი გაიქცა

„ერთი პატიმარია დაკავებული“ – იუსტიციის სამინისტრომ კლინიკიდან გაქცეული პატიმრის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა

„მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“ – ბრეგაძე „ავერსიდან“ გაქცეულ პატიმრებზე

 

ფოტო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები