LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ადამიანი დადგა სიმართლის მხარეს – იქ, სადაც ვფიქრობ, თითოეული ქართველი უნდა იდგეს: ვარლამ გოლეთიანი პოლიციელის გადადგომას ეხმაურება

80
ვარლამ გოლეთიანი

„ეს ადამიანი დადგა სიმართლის მხარეს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ მხარეზე გადმოვიდა, ჩვენ არანაირ მხარეებად არ ვიყოფით. ის დადგა იმ მხარეს, სადაც ვფიქრობ, თითოეული ქართველი უნდა იდგეს,“ – ამის შესახებ „რიონის ხობის მცველმა“ და მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რითაც გუშინ, თანამდებობიდან წასული გამომძიებლის, ზურაბ ხმელიძის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ძალოვან სტრუქტურებში არაერთ ადამიანს, მათ შორის, ჯარისკაცსაც უთქვამს, რომ ხეობაში მიმდინარე მოვლენების გამო, სამსახურის დატოვების სურვილი აქვთ. გოლეთიანი არ გამორიცხავს, რომ ხმელიძის შემდეგ ეს ტენდენცია გაგრძელდეს.

„219 დღის განმავლობაში საზოგადოებას ჩვენ ამ პროცესების შესახებ ვუყვებით, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს პოლიციასთან და ვუყვებით ამ ბრძოლის ისტორიას – როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა და რა ხდება დღეს, ამიტომ ჩვენ სავსებით კანონზომიერად მივიჩნევთ, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.

ეს ადამიანი დადგა სიმართლის მხარეს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ მხარეზე გადმოვიდა, ჩვენ არანაირ მხარეებად არ ვიყოფით. ის დადგა იმ მხარეს, სადაც ვფიქრობ, უნდა იდგეს თითოეული ქართველი, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

„ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ პოლიციელების მიმართ უკანონო ბრძანებების გაცემა შეწყვიტოს, ბარიკადები ხეობის შესასვლელიდან აიღოს და მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედმა გამომძიებელმა, ზურაბ ხმელიძემ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა. როგორც მან ტელეკომპანია „მთავართან“ განაცხადა, დავალებები, რომელსაც სამართალდამცველები ზემდგომებისგან იღებენ, დისკრიმინაციული და უკანონოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g