უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არავინ იცის, რა ბედი ეწია ათეულობით ათას ადამიანს, რომლებიც რუსეთმა უკრაინიდან ძალით წაიყვანა. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, არის ცნობები, რომ ზოგიერთს უკრაინული პასპორტი რუსულით შეუცვალეს, ზოგიერთი ბანაკებში მოათავსეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილებს კი, საკვების სანაცვლოდ აიძულებდნენ რუსული პასპორტის აღებას.
„ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ არის ომი, ეს გენოციდია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
