LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ არის უბრალოდ მიშელის დოკუმენტით პოლიტიკური კეკლუცი” – რას შეცვლის ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში

80
BeFunky-collage (9)

რას შეცვლის ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკნონმდებლო ორგანოში და კონკრეტულად, რა არის მათი პრიორიტეტული მიმართულებები – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ფრაქციის წარმომადგენელმა, არმაზ ახვლედიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, კეთილგონივრულობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა “ლელოსთან” თანამშრომლობა.

“ყოველთვის მამოძრავებდა ერთადერთი რამ, სხვადასხვა პოლიტიკურ, მეტწილად ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფში, თუნდაც მცირე მეპოვა ადამიანები, რომლებიც ჩათვლიდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მთავარი საკეთებელი საქმე მიუხედავად იმისა, რა ჰქვია შენს პარტიას, არ არის პარტიული საქმე. პარტიული იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც თანხვედრაში მოდის საქვეყნო საქმესთან.

ხომ არ გეჩვენებათ, რომ ახლა რამე პათეტიკის ნიუანსი გამეპარა საუბარში? ჩემთვის აქ არ არის არანაირი პათეტიკა, მე ამ ცხოვრებით ვცხოვრობ და ვეძებ ასეთ პარტნიორებს. თუმცა, კეთილგონივრულობა შეიძლება ინდივიდუალურად ყველგან არსებობდეს”,- განაცხადა ახვლედიანმა.

რაც შეეხება ფრაქციის პოლიტიკურ ამოცანას, არმაზ ახვლედიანის თქმით, მთავარი პრიორიტეტი შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხებია, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ევროპულ საქართველოსთან გზები იმიტო გაიყო, რომ მიმაჩნია დღეს ოპოზიცია უნდა იყოს მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი პარლამენტში

ეს არის მიშელის დოკუმენტით არა უბრალოდ პოლიტიკური კეკლუცი, არამედ კონკრეტულად იმის გააზრება და შრომა დღე-ღამე, რომ საქართველოში მივიღოთ ისეთი გარემო, რომ არჩევნების პროცესისა და შედეგების მიმართ იქნება გაცილებით მაღალი ნდობა, რაც არ გვქონდა უბრალოდ 2020 წელს.

მიშელის დოკუმენტი გვეუნება, რომ არჩევნების გაკეთილშობილება, ნდობის აღდგენა, გადემოკრატიულობა, რაც აქამდე არ გვქონია, ეს არის საშუალება, ნორმალური ჯანსაღი მმართველობა საქართველოში”- განაცხადა “ფორტუნასთან” არმაზ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქციის – “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ამ ფრაქციაში “ლელოს” სიით არჩეული დეპუტატების გარდა დამოუკიდებელი დეპუტატები – “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული სალომე სამადაშვილი და “ევროპული საქართველოს” სიით არჩეული შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი შეუერთდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g