LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ არის უბრალოდ შეცდომა, ეს არის სურსათის მიზანმიმართული ფალსიფიკაცია, გამოყენებულია საღებავი, რომელსაც ანოტაციაში უწერია, რომ…“ – რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე

538
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.

„მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სარეალიზაციოდ გამზადებულ ატამს ღებავენ ინდუსტრიული საღებავით, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მეტალის შესაღებად. მე ვარ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი და აქვე განვმარტავ, რომ არ ვარ სახელმწიფო ორგანოს თანამშრომელი – ვარ დამოუკიდებელი სპეციალისტი.

რაც შეეხება ვიდეოს, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საღებავის გამოყენება სურსათის შესაღებად, მით უმეტეს ისეთი საღებავის, რომელიც არ გამოიყენება კვების ინდუსტრიაში.

„საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას… სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე

ეს არ არის უბრალოდ შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული სურსათის ფალსიფიკაცია, მომხმარებლის მოტყუება, რაზეც სახელმწიფოს კანონმდებლობას აქვს შესაბამისი ბერკეტები, თუ როგორ უნდა ებრძოლოს მსგავს ფაქტებს.

„ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები პირი – მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები“ – სურსათის ეროვნული სააგენტო

რაც შეეხება საღებავს – ეს საღებავია გამოყენებული, რომელსაც ანოტაციაში უწერია, რომ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა რკინის ნაკეთობების შესაღებად. ამით შეიძლება შევღებოთ მაგალითად, მანქანის ნაწილები, სკამები და მეტალის ნებისმიერი ზედაპირი.

საკვებთან ამის გამოყენება არაფრით არ შეიძლება! ასეთი ფაქტები ხელს უშლის და აკნინებს კეთილსინდისიერი ფერმერების საქმიანობას. ამის გამკეთებელი მკაცრად უნდა დაისაჯოს“. – აცხადებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელებული ატმის შეღებვის ვიდეოში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ გამოკითხა. ასევე, ინციდენტის ადგილზე, იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები, სადაც მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს , რომელიც მეპატრონის მტკიცებით, დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში განსათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს.

💬➡ „წლებია ამ სფეროში ვართ. ფერმერები ვართ და ატმის ბაღები გვაქვს. მოკრეფილი ხილი ხარისხდება და ირჩევა. დაზიანებული ხილი…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Wednesday, July 9, 2025
magti 5g