LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ არის უბრალოდ უყურადღებობა, ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა“ – „სადგურის მოედანთან“ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

122
ლაშა ფარულავა

ეს არ არის უბრალოდ უყურადღებობა, ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებულ საკითხზე პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

ფარულავას თქმით, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ საქართველოს პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს:

„უპირველესად, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა. ამ ყოველივეს წინ თბილისის მერიის და კახა კალაძის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობა უძღოდა.

მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ ავარიული კორპუსი იყო, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, ავარიული საცხოვრებელი კორპუსი არავინ შემოსაზღვრა უსაფრთხოების [ლენტით], არავინ არაფერი გააკეთა. ეს შედეგია კორუფციული მმართველობის.

ეს არ არის უბრალოდ უყურადღებობა, ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა არამხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კახა კალაძე: „კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, იყო შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში – მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული“

მისი თქმით, სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ კორპუსს მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

⭕💬 „ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები ვერ დაიცვეს, როდესაც კარგად იცოდნენ, რომ სახლი არის ავარიული. ბუნებრივია, ამ…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
Dio magti 5g