LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არაა ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც “ქართული ოცნება” დღეს ხელისუფლებაშია – ლევან გოგიჩაიშვილი

31002906-9192-42DD-93C7-5BCE5FB899F4_w1023_r1_s

ჩემ თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, ამას გავახმოვანებ იმ დროს, როცა ჩავთვლი საჭიროდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა  უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა პარტიის დატოვებას.

“მე მინდა დავინახო, ზუსტად სად დავშორდით და სად ვერთდებით. გუშინდელი განცხადება არის, რომ ვშორდებით. ეს არაა ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც “ქართული ოცნება” დღეს ხელისუფლებაშია. მე ვერ გადავლახავ იმ მორალურ ზღვარს, სადაც ჩემსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ზღვარი წაიშლება. ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგოროულად, უთხრა ასი ათასობით ადამიანს, რომ შენ თუ არ მოგწონს მაგალითად, გვრიტიშვილი და ამას იტყვი, ხარ “ნაციონალური მოძრაობა”. ესაა კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმხყოფელი”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g