ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა, – ასე ეხმაურება „თავისუფალი თეატრის“ ხელმძღვანელი, ავთანდილ ვარსიმაშვილი კულტურის სამინისტროს მიერ დავით დოიაშვილის „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
მისივე თქმით, დოი არ დაიკარგება და მისთვის „თავისუფალი თეატრის“ კარი ღიაა.
„ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა თეატრიც გაუღებს კარს. მაგრამ ერთ ერთი საუკეთესო ქართული თეატრი რომ დაიხურა ეს ფაქტია“, – წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი.
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი