გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს ამბიცია უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.
უკრაინის პრეზიდენტიო ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „დახმარება უკრაინელ სამხედროებს არა მხოლოდ გააძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს“.
„პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს სატელეფონო საუბრის დროს მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.