როგორია ტარიელ ხარხელაურის ყოველდღიური ცხოვრება? ამის შესახებ პოეტმა „მთავარ არხთან“ ისაუბრა.
ტელევიზიის კამერებმა ტარიელ ხერხელაური საკუთარ სოფელში, სიმონიანთხევში გადაიღო.
„ეს არის ადგილი, სადაც დავიბადე, ვიზრდები და აქ უნდა დავსრულდე.. ჩემს სოფელს არასოდეს ვუღალატებ. ვცხოვრობ ისე, როგორც სხვა დანარჩენები, ჩემი მეზობლები. ერთადერთი რამ განმასხვავებს მათი ცხოვრების სტილისგან, ხანდახან ლექსის წერას ვახერხებ. მე გლეხი ვარ, გლეხად დავიბადე.. მზეზე ადრე უნდა ავდგე.
პოეზია ჩემი ვალდებულებაა, მოვალეობაა. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, არასოდეს არ იცი როდის და სად წამოგეწევა. ლექსის წერას დაახლოებით 2-3 წუთი უნდა..“,- ამბობს ტარიელ ხერხელაური.