მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო პრეზიდენტს კონსტიტუციური კანონის დარღვევის მცდელობებს რამდენიმე მიმართულებით ედავება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ან ვერ კითხულობს კონსტიტუციას, ან მისი სხვაგვარად გადაწერა სურს, საკითხზე დღემდე გრძელდება შეფასება.
“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
ამჯერად, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პასუხობს მედიის შეკითხვას – რატომ დუმდა „ქართული ოცნება“ აქამდე, თუკი პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევდა?
„პასუხი არის მარტივი, „ქართული ოცნება“ უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ არ გვინდოდა, ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ. ეს არის ჭუჭყი, როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი ეს არის, რა თქმა უნდა, ერთგვარი ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა.
იმავე ვიზიტებთან დაკავშირებით დაარღვია კონსტიტუცია პრეზიდენტმა, ესეც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენც გადაწყვეტილება ამაზე საუბრის დაწყების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.