LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის დიდი გამარჯვება იმ პირობებში რა პირობებშიც ვიბრძოდით – თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

თეა წულუკიანი

ეს არის დიდი გამარჯვება იმ პირობებში რა პირობებშიც ჩვენ ვიბრძოდით – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისივე განცხადებით, რუსეთის  ფედერაციას ამ თანხის ჩარიცხვა 3 თვის ვადაში მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა დაეკისრება.

“გუშინ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი მოქალაქეების კოლექტიურ გამოძევებას, ამ საქმეზე საქართველომ რუსეთს არსებითად მოუგო საქმე 2014 წელს და 2014 წელს ჩაირთო ახალი პროცედურა, როგორც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა. ეს დავა მიმდინარეობდა საკმაოდ მძიმედ, რადგან რუსეთის სახელმწიფო არ ეთანხმებოდა თანხის გამოანგარიშების მეთოდს და ასევე ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა იმ რეალობას, რომ როდესაც საჩივარი 2007 წელს იქნა წარდგენილი სტრასბურგის სასამართლოში, საქართველოს მთავრობამ მაშინ 118-დან 130 მოქალაქემდე მონაცემები წარადგინა და უფრო მეტი მონაცემები არ არსებობდა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ, 2015 წელს ჩვენი მოქალაქეების გამოძევებიდან არაერთი წლის შემდეგ დაგვავალა, რომ შეგვედგინა სახელობითი სია. ჩვენ ვეძებდით არქივებში თუ რამე იყო შემორჩენილი, თუმცა არ აღმოჩნდა. ჩვენით მოგვიწია რამდენიმე წლის შემდეგ ამ ადამიანების ძებნა, მათ შორის მედია საშუალებებით. დავუკავშირდით მათ, ვინც მოვიძიეთ, გავიგეთ სად იმყოფებოდნენ და რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. რამდენიმე მათგანმა უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე, რადგან დაბრუნებული იყო რუსეთში უკან საცხოვრებლად და არ სურდათ რუსეთის წინააღმდეგ ჩივილი. ხოლო დანარჩენებმა 1795 ადამიანმა განაცხადა თანხმობა. სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ 1500-მდე პირს ეკუთვნის კომპენსაცია, განსაზღვრა ოდენობები. მთლიანობაში ეს თანხა იქნება ათი მილიონი ევრო და თუ რუსეთის ფედერაცია გუშინდლიდან დაწყებული 3 თვის განმავლობაში ამ თანხას საქართველოს სახელმწიფოს ანგრიშზე არ ჩარიცხავს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ფარგლებში, მაშინ დაეკისრება მას შესაბამისი ოდენობის ჯარიმები. ეს არის დიდი გამარჯვება იმ პირობებში რა პირობებშიც ჩვენ ვიბრძოდით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g