47 წლის ჯენიფერ ლოპესმა გადაწყვიტა, დუმილი დაარღვიოს და მისი და დრეიკის რომანზე პირველი კომენტარი გააკეთოს.
„მან უბრალოდ მთხოვა საერთო სიმღერის ჩაწერა და ეს არის ერთადერთი რამ, რაც ერთად გავაკეთეთ. ჩვენი თანამშრომლობის შედეგს დრეიკის ახალ ალბომში მოისმენთ. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, კომენტარის გაკეთება არ მსურს“, – განაცხადა ლოპესმა.
ამის მიუხედავად, წყვილთან დაახლოებული პირების ცნობით, დრეიკი და ჯენიფერი თავს ერთად კარგად გრძნობენ და საკუთარი რომანის აფიშირება უბრალოდ არ უნდათ.