LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო: ირაკლი კობახიძე სააკაშვილის დაკავებაზე

65
ირაკლი კობახიძე

„ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სააკაშვილის დაკავების ოპერაციის წარმატებით დასრულებას ულოცავს.

„სიმბოლურია, რომ ეს მოხდა 9 წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა. ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. მივულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი რა თქმა უნდა, სამართალდამცავ სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის“, – აღნიშნავს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g