LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა: ირაკლი კობახიძე ბანერებზე

100
Captureკობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში გამოკრული ბანერები „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ „მადლიერი“ ხალხის საჩუქარია ოპოზიციისთვის, რომელიც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას კი არ მოსწონდეს.

კითხვაზე, უწყობს თუ არა ხელს მსგავსი შინაარსის ბანერები პოლარიზაციას, კობახიძე ამბობს, რომ მთავარი პოლარიზატორი „რადიკალური ოპოზიციაა“.

ამ ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს გამოხატვის ესა თუ ის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაა. როგორ ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა. მეგის ქარდავაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად განასახიერებს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ამძიმებდა საზოგადოებაში ვითარება“,- განაცხადა კობახიძემ.

„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს“ – ამ წარწერით ბანერი თბილისში ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერს გადააკრეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g