LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის მორალური ტერორი სააკაშვილის წინააღმდეგ, თავდასხმის შესაძლებლობა არსებობს, დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ – ადვოკატი

138
Untitled design (10)

ხაზი უნდა გაესვას, რომ აქ არის აბსოლუტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი აქ იმისთვის გადმოიყვანეს, რომ მისი ლიკვიდაცია მოხდეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლანდელი ვითარება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებას სერიოზული რისკს უქმნის.

„როდესაც ჩვენ შევედით, მთელი ციხე, ყველა კორპუსი, ორგანიზებულად, ადვოკატებსაც კი საშინელ ობსტრუქციას გვიწყობდნენ. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. მათი სურვილია კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილსა და მის დამცველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

გუშინ 15 წლის ბავშვი ელოდებოდა მამასთან პაემანს. როგორ წამოგიდგენიათ, 15 წლის ბავშვმა იმ კორპუსში როგორ უნდა გაიაროს? ხვალ ჩამოდიან უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები.

ლიზა იასკომ და დელეგაციის სხვა წევრებმა იქ როგორ უნდა გაიარონ? მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, იქ როგორ უნდა გაიაროს? მხოლოდ გავლაზე არაა საუბარი – პენიტენციურ სამსახურს პრევენციის არც თავი აქვს და არც სურვილი. ყოველი მორალური ტერორი, ობსტრუქცია და მუქარა მიმართულია სინამდვილეში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების და პოლიციელებისადმი. ეს არის კრიმინალის ხელახლა აღზევება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მიმართულია მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისკენ.

სადაც სააკაშვილი არის მოთავსებული, იქ არის ერთგვარი პოსტი, რომელზეც 1-2 თანამშრომელი იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ დერეფანში მოძრაობა არის თავისუფალი, რაც ნიშნავს, რომ დაგეგმვისა და ორგანიზების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობა არსებობს. დაუყონებლივ უნდა მოხდეს აქედან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა“, – განაცხადა ბასილაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმ აბებს იღებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა ჰოლანდიელი ექიმის მიერ ჯერ კიდევ 1 წლის წინ. ბასილაიას თქმით, მდგომარეობა, როდესაც სააკაშვილი გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება. ადვოკატმა განაცხადა, რომ ძალიან მოკლე დროში მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საჭირო იქნება ბრძოლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g